2020-03-17 15:34:48
Bloomberg-ის მონაცემებით, 1 დოლარი 3,15 ლარი ღირს

Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებით მკვეთრ გაუფასურებას განაგრძობს. ამ დროისთვის 1 დოლარი 3,15 ლარი ღირს.

სისტემის მონაცემებით, დღის დასაწყისში ერთი დოლარი 3,0587 ლარი ღირდა, რაც დღის განმავლობაში თითქმის 10-პუნქტიანი გაუფასურებაა.

ლარის გაუფასურება უკვე ასახულია ორი უმსხვილესი ბანკის ტაბლოებზეც. თიბისი ბანკში 1 დოლარი 3,21 ლარი ღირს, საქართველოს ბანკში კი - 3,2 ლარი.

 

ამავე თემაზე