2020-03-17 11:21:11
მინდა დაგარწმუნოთ, რომ თავმჯდომარის პოზიცია ჩემთვის ნამდვილად არ არის კომფორტის ზონა - ქადაგიძე

მინდა დაგარწმუნოთ, რომ თავმჯდომარის პოზიცია ჩემთვის ნამდვილად არ არის კომფორტის ზონა - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ თავმჯდომარის პოზიცია ჩემთვის ნამდვილად არ არის კომფორტის ზონა, მაგრამ მივიჩნევ, რომ ჩემი როგორც მოქალაქის და როგორც იურისტის ვალდებულებაა, მივიღო ეს გამოწვევა. ბუნებრივია, მე დაპირებებს ვერ გავცემ საზოგადოებისთვის, მაგრამ ერთი რაც მინდა, რომ აქტიური როლი შევასრულო ქართული მართლმსაჯულების განვითარებაში." - განაცხადა ქადაგიძემ. 

ამავე თემაზე