2020-03-16 17:58:19
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიიორგი რურუა პატიმრობაში რჩება, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

მოსამართლე ვალერიან ბუგიანაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა და რურუას აღმკვეთი ღონისძიება არ შეუცვალა.
რურუას ადვოკატის დიმიკტრი საძაგლიშვილის განმარტებით, პოლიციელმა პავლე მაჭარაშვილმა, რომელიც რურუას ბრალდებაში ოქროს მოწმეა, იმ პიროვნების ვინაობა არ დაასახელა, ვისგანაც მიიღო ინფორმაცია, რომ თითქოს, გიორგი რურუას ცეცლსასროლი იარაღი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, ადვოკატს დასაშვებ მტკიცებულებად არ მიაჩნია პოლიციელის ჩვენება. ამის მიუხედავად, მოსამართლემ ადვბოკატის პოზიცია არ გაიზიარა.
შეგახსენებთ, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას 50-დე გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღი აქვს, ბრალდება კი ამტკიცებს, რომ დაკავების დღეს გიორგი რურუა გაუფორმებელი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა.

ამავე თემაზე