2020-03-16 16:57:01
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უგულავას შუამდგომლობა შეწყალებაზე ჩაბარდათ, თუ როდის განიხილავს, ამას "პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს"

თუ როდის განიხილავს, ამას პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უცნობია, თუ როდის განიხილავს პრეზიდენტი „ევროპული საქართველოს“ მსაჯვრდებული წევრის გიგი უგულავას შუამდგომლობას შეწყალებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ანგი ხუციშვილის განაცხადებით, გიგი უგულავას შუამდგომლობა, მათ ოფიციალურად ჩაბარდათ, თუმცა, აღნიშნულმა ჯერ სხვა და სხვა ეტაპები უნდა გაიაროს.

„ოფიციალურად ჩაგვბარდა, უნდა გადამოწმდეს და ამის შემდეგ წარედგინება პრეზიდენტს. თუ როდის განიხილავს, ამას პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

 

წყარო:"ინტერპრესნიუსი"

ამავე თემაზე