2020-03-13 17:49:19
გამამართლებელი განაჩენები 1% იყო, თუ ასეთი კარგი ხედვა ჰქონდათ და რამე უნდოდათ, მაშინ შეეძლოთ გაეკეთებინათ - კილაძე "ენმ"-ზე 

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს ისეთი სასამართლო რომ სდომოდათ , როგორიც განვითარებულ, დასავლურ ქვეყნებშია, ისეთ წნეხში არ ეყოლებოდათ მოსამართლეები და პროკურატურა, როგორშიც ჰყავდათ- ამის შესახებ განცხადება, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს ისეთი სასამართლო რომ სდომოდათ , როგორიც განვითარებულ, დასავლურ ქვეყნებშია, ისეთ წნეხში არ ეყოლებოდათ მოსამართლეები და პროკურატურა, როგორშიც ჰყავდათ. გამამართლებელი განაჩენები 1% იყო. თუ ასეთი კარგი ხედვა ჰქონდათ და რამე უნდოდათ, მაშინ შეეძლოთ გაეკეთებინათ. ახლა „ფიცის მწამს, ბოლო მაკვრივებსო“ ანდაზის არიყოს, ასეთი სიტუაციაა. მე არ მჯერა მათი ცრემლების,“ - განაცხადა კილაძემ.

ამავე თემაზე