2020-03-13 17:18:47
არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბევრი პარტია სხვადასხვა მეთოდით შეთანხმდა იმაზე, თუ როგორ გვინდა, სასამართლოს დავუბრუნოთ ნდობა - ჯაფარიძე

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბევრი პარტია სხვადასხვა მეთოდით შეთანხმდა იმაზე, თუ როგორ გვინდა, სასამართლოს დავუბრუნოთ ნდობა - ამის შესახებ განცხადება, პარტია „გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა, რითაც რითაც სასამართლო რეფორმის კუთხით გასატარებელი რეფორმის თაობაზე გაფორმებული მემორანდუმს გამოეხმაურა. 

„ეს შეთანხმება არის გულწრფელად მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეხება თემას, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბევრი პარტია სხვადასხვა მეთოდით შეთანხმდა იმაზე, თუ როგორ გვინდა, სასამართლოს დავუბრუნოთ ნდობა. ეს შეთანხმება არის ოპოზიციას შორის მიღწეული. აქ არ არის არც ერთი პარტია, რომელიც ერთ საკითხს მაინც სხვანაირად ჩაწერდა. ეს არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში თუ ჩვენ გვინდა, რომ წინ ვიაროთ, ამ ქვეყნის განვითარების გზა, განსაკუთრებით პროპორციული არჩევნების შემდეგ, არის კონსენსუსით სიარულის გზა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველა პარტიას, რომელიც აქ არის წარმოდგენილი”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამავე თემაზე