2020-03-13 12:11:58
შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით გუკა რჩეულიშვილი დააკავეს

შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო ,,ცენტრპოინტის" დამფუძნებელი, გუკა რჩეულიშვილი დააკავეს.  ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილს ბრალად ედება ცოლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის გამო გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. 

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.   

 

 

ამავე თემაზე