2020-03-12 18:03:33
პროკურატურის ცნობით, გუკა რჩეულიშვილზე ძებნა გამოცხადდა

კომპანია „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გუკა რჩეულშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში უწყება წერს, რომ რჩეულიშვილი პროცესზე არ გამოცხადებულა.

„არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და თავს არიდებს გამოძიებას. პროკურორის დადგენილებით მასზე გამოცხადდა ძებნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.რ.-ს 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან -ლ.კ.-სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია,“ – ნათქვამია განცხადებაში. 

 „არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და თავს არიდებს გამოძიებას. პროკურორის დადგენილებით მასზე გამოცხადდა ძებნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.რ.-ს 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან -ლ.კ.-სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

პროკურატურის ცნობით, რჩეულიშვილს ბრალად ედება ოჯახის წევრის, კერძოდ კი მეუღლის, მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა. უწყების თქმით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

ამავე თემაზე