2020-03-12 15:42:02
კრიშტიანო რონალდო კარანტინში გადაიყვანეს

კრიშტიანო რონალდო კუნძულ მადერიაზე, კარანტინში არის გადაყვანილი. 35 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის კარანტინში გადაყვანა მას შემდეგ გადაწყდა, რაც მის თანაგუნდელს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა.

"კრიშტიანო რონალდო არ ვარჯიშობს და კუნძულ მადეირაზე იმყოფება. ის ელოდება თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის განვითარებას", - წერია იუვენტუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.   

ამავე თემაზე