2020-03-12 14:56:30
გუკა რჩეულიშვილი მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო დააკავეს

,,ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელი გუკა რჩეულიშვილი დააპატიმრეს. მიზეზი მისთვის მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო, სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებაა.

დაკავებულს ბრალი ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო აქვს წაყენებული.

არსებული ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილს პატიმრობა ყოფილი მეუღლის, ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე შეეფარდა.   

ამავე თემაზე