2020-02-25 18:46:21
ხელისუფლება არ გვიშვებს მოსახლეობასთან სასაუბროდ SOS ღილაკის პროექტთან დაკავშირებით(ვიდეო)

უკვე მერამდენედ, ნიღაბს იხსნის ეს ხელისუფლება. ეს ხელისუფლება აგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც რუსების არ გაღიზიანების პოლიტიკა ჰქვია- აღნიშნული განცხადება FACEBOOK ლაივის დროს „ძალა ერთობაშია“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ გააკეთა. ქაცარავამ განაცხადა, რომ მას უნდა გაემართა საინფორმაციო სახის შეხვედრა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული სოფლების მაცხოვრებლებთან, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

მან ასევე ვიდეო მიმართვაში ისაუბრა SOS ღილაკის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მოსახლეობისთვის უნდა გაეცნო.

"ჩვენ ვიმყოფებით ყარაფილა, ნიგოზას მიდამოებიდან, ჩამოვედით, რომ ჩავსულიყავით სოფელ კოდის წყაროში და სოფელ ყარაფილაში. რომ გვესაუბრა სოს ღილაკის პროექტთან დაკავშირებით შევხვედროდით მოსახლეობას. მოგახსენებთ სოს ღილაკი ემსახურება მოსახლეობის გატაცებების პრევენციას. გავჩერდით საგუშაგოსთან და ვუთხარით რომ მოსახლეობას უნდა შევხვდეთ სოფელ კოდის წყაროში და სოფელ კოდის წყაროში. შეგახსენებთ რომ ეს ორივე სოფელი მდებარეობს ორჭოსანის საოკუპაციო ბაზის მიმდებარედ და ისევე როგორც დანარჩენი 53 სოფლიდან რომელიც ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არის განლაგებული და საიდანაც ძალიან ხშირად იტაცებენ ჩვენს მოსახლეობას ასევე ამ სოფლებს აქვს ეს პრობლემა. 

სოს ღილაკი არის ჯიპიეს ღილაკი, არის პრევენციის საშუალება რომ რუსი აღარ გადმოვიდეს კონტროლირებად ტერიტორიაზე. როგრც წესი პოლიცია არ პატრულირებს ამ ტერიტორიაზე ისინი იშვიათად მიდიან ამ სოფლებში. იმედია ჩემი სიტყვების შემდეგ დაიწყებენ პატრულირებას, მოსახლეობა აბსოლიტურად უპატრონოდაა მიტოვებული. და ეს ღილაკი არის სწორედ იმის საშუალება რომ არაოკუპირებული ტერიტორიიდან არ მოხდეს ჩვენი ხალხის გატაცება.

თუმცა პოლიცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ჩვენ ავუხსნათ მოსახლეობას ამ პროექტის შესახებ. უკვე მერამდენედ, ნიღაბს იხსნის ეს ხელისუფლება. ეს ხელისუფლება აგრძელებს იმ პოლიტიკას, რასაც რუსების არ გაღიზიანების პოლიტიკა ჰქვია,"-განაცხადა ქაცარავამ.

ამავე თემაზე