2020-02-25 16:30:42
ჩემი ჯანმრთელობა 2019 წლის 19 აპრილიდან კიდევ უფრო განახევრდა​-აჭარის მაუწყებლის ყოფილი დირექტორი

მე მინდა შევახსენო ხელისუფლება და პირველ რიგში, ალბათ, უნდა მივმართოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ჯანმრთელობაზე დგას ეს საქმე. ჩემი ჯანმრთელობა 2019 წლის 19 აპრილიდან [იმპიჩმენტი] კიდევ უფრო განახევრდა- აღნიშნული განცხადება, აჭარის მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ აჭარის მაუწყებელში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ  "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

მანვე პირდაპირ ეთერში სმენის აპარატი მოიხსნა.

"მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენს ძალიან დიდ ძალისხმევაზე იდგა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა. მე ნათია კაპანაძე, პირადად, ვაკეთებდი ამას იმისთვის, რომ თქვენ, გადასახადების გადამხდელებს, მიგეღოთ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი... მე მინდა შევახსენო ხელისუფლება და პირველ რიგში, ალბათ, უნდა მივმართოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ჯანმრთელობაზე დგას ეს საქმე. ჩემი ჯანმრთელობა 2019 წლის 19 აპრილიდან [იმპიჩმენტი] კიდევ უფრო განახევრდა. მაგრამ მე იმ პროცესებში ვიცოდი, რომ შემეძლო დამეკარგა ყველაფერი, სიტყვის თავისუფლების გარდა.

ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენ არ გვეშინია და ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი დგას ჩვენს ჯანმრთელობაზე. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ, ასევე, ჩემს ჯანმრთელობაზე დადგა მთელი ის პროცესი, რომელიც მიდიოდა. მე კარგად ვიცოდი, რომ მთელ იმ პროცესებში ვკარგავდი ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანს, სამყაროს აღქმის უნარს და ამას ვაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება ნათელი გუნდის მნიშვნელობაზე დავაფიქრო," — განაცხადა აჭარის მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, 2019 წლის 19 აპრილს ნათია კაპანაძის დირექტორის თანამდებობიდან გადაყენებას ხუთი მრჩევლიდან ოთხმა დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის პროცესი "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით წარდგენილმა ირაკლი დარცმელიძემ და "ქართული ოცნების" დასახელებულმა გიგა ჩხარტიშვილმა დაიწყეს. 

ამავე თემაზე