2020-02-25 16:10:37
თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო-სერგეი ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)

თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო - ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროსაბჭოს მინისტერიალს ეხებოდა. 

ცნობისთვის, პირველი არხისა და ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტებმა სერგეი ლავროვს კითხეს - "ბატონო მინისტრო აპირებთ, თუ არა თბილისში ჩამოსვლას, თუ ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში ჩატარდება", რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სწორედ ამ კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს ავადმყოფი უწოდა. 

სად გაიმართება ევროსაბჭოს მინისტერიალი – სტრასბურგში თუ თბილისში, გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ იქნება. ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი შეხვედრაზე იმსჯელებენ. დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტი დღეს შეაჯამა და აღნიშნა რომ გადაწყვეტილებას ხვალ გაასაჯაროვებს.

ამავე თემაზე