2020-02-24 15:22:51
რესტორან “მთვრალი ალუბლის” მფლობელი ქალი ცემეს

რესტორან “მთვრალი ალუბლის” მფლობელი ქალი ცემეს. აღნიშნული ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

"გუდაურში ყველაზე წარმატებული რესტორნის “მთვრალი ალუბლის” მფლობელს, ქალს, გუშინ შეუვარდნენ ვიღაც ნაძირლები და ცხვირ-პირი დაუმტვრიეს. ძალიან ბევრჯერ უთქვამს მირანდას რომ ვიღაც მოკრიმინალო ელემენტები ხან რესტორნის გადაწვით, ხან ცემით და გუდაურიდან გაგდებით ემუქრებიან , იმიტომ რომ ხმას იღებს და რეაქცია აქვს ბანდიტების თავგასულობის წინააღმდეგ და თურმე ხშირად ჩივის პოლიციაში. ეს პოლიციაც არის სხვა ჭკუაზე ეტყობა, გინდ ყოფილა გინდ არა…“ – წერს მაია მაია ბიჭიკაშვილი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ნასვამი ადამიანი მივიდა „მთვრალ ალუბალში“, რომელსაც დაცვის თანამშრომლებმა შიგნით შესვლის უფლება არ მისცეს. რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. რა დროსაც მფლობელი ქალიც მივიდა. სწორედ ამ დროს მოხდა ფაქტი”.
ასევე, უწყებაში უარყოფენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რესტორნის მფლობელს ვინმე ემუქრებოდა, მან სამართალდამცავებს მიმართა და პოლიციელებს რეაგირება არ ჰქონიათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს-განუცხადესაიპრესს“ უწყებაში.

ამავე თემაზე