2020-02-24 10:17:52
გახარიას ლილუაშვილი ჩაანაცვლებს - ,,ქართუს" კადრი პრემიერად

მოსალოდნელია თუ არა არჩევნებამდე სამთავრობო ცვლილებები და პრემიერად გახარიას გადადგომა - გავრცლებული ინფორმაციით, პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობას დატოვებს და მას სუს-ის მოქმედი უფროსი გრიგილ ლილუაშვილი ჩაავაცვლებს.

ლილუაშვილი სუს-ში გადასვლამდე პარლამენტის წევრი იყო. მანამდე კი, 2016 წელს თბილისის მერის მოადგილე იყო, ხოლო მანამდე ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში, „ქართუ“ ჯგუფში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის, 2015 – 2016 წლებში „ქართუ-ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და „ქართუ“ ჯგუფის გენერალური დირექტორი იყო. 2014 – 2016 წლებში შპს Old City Development-ის, 2013 – 2014 წლებში კი შპს „ბურჯის“ გენერალურ დირექტორად მუშაობდა. 2008 – 2013 წლებში ის შპს „ქართუ მშენებელის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

სახელიუფლებო კულაურებში გახარიას წასვლას არაოფიცლუარდ ადასტურებენ, თუმცა ოფიცილურ განცხადბებში უმრავლეობის ლიდერები და მინისტრები ტრაციციულად აცხადებენ რომ ცვლილებები არ იქნება. თავად პრემიეირ დასმულ კითხვას ასე პასუხობს - " დაელოდეთ გაზაფხულს. გაზაფხულს დაელოდეთ, მალე იქნება".  

ამავე თემაზე