2020-02-21 17:09:50
ბევრი ჩვენი გაკეთებული საქმე გააკეთეს და გააფუჭეს და აქ, რომ არაფერი არ გააფუჭეს, ამის მადლობელი ვარ - მერაბიშვილი რაბათის ციხეზე 

ბევრი ჩვენი გაკეთებული საქმე გააკეთეს და გააფუჭეს და აქ, რომ არაფერი არ გააფუჭეს, ამის მადლობელი ვარ - ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ რაბათის ციხე მოინახულა და თქვა, რომ რაც 8 წლის წინ იყო იმას არაფერი მიმატებია. თუმცა, როგორც მერაბიშვილი ამბობს, იმისთვისაც მადლობელია, რომ "არაფერი არ გაუფუჭებიათ".

"მადლობა ღმერთს, ამ კომპლექს აქვს მუდმივი შემოსავალი და ამ სტაბილური შემოსავლით სარგებლობს არა მარტო თვითონ ეს შენობა, არამედ თვითონ ქალაქის მოსახლეობა. მე მითხრეს, უამრავი ბინებია კაფეებად, სასტუმროებად გადაკეთებული და ჩვენს მოქალაქეებს, ახალციხელებს აქვთ გარკვეული შემოსავალი. ერთ რამეს ვხედავ, რომ რაც იყო 8 წლის წინ, იმას არაფერი არ მიმატებია. ამაზეც ძალიან დიდი მადლობა, ბევრი ჩვენი გაკეთებული საქმე გააკეთეს და გააფუჭეს და აქ რომ არაფერი არ გააფუჭეს, ამის მადლობელი ვარ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ამავე თემაზე