2020-02-20 12:39:42
კითხვა, რაც მერაბიშვილთან მაქვს ისაა, რომ უნდა მოყვეს იმ დაფინანსების წყაროს შესახებ ივანიშვილის მხრიდან, რომელიც აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას” - ხაზარაძე

კითხვა, რაც მერაბიშვილთან მაქვს ისაა, რომ უნდა მოყვეს იმ დაფინანსების წყაროს შესახებ ივანიშვილის მხრიდან, რომელიც აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას - ამის შესახებ განცხადება, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გააკეთა, რითაც ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა. 

„ეს არის მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, ჩადის უსამართლო მართლმსაჯულებას, ესაა მთელი ჩვენი ქვეყნის უბედურება. მთავარი კითხვა, რაც ვანო მერაბიშვილთან მაქვს ისაა, რომ ის უნდა მოყვეს იმ დაფინანსების წყაროს შესახებ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას”. უნდა მოყვეს, რა თანხებით აფინანსებდა, რადგან ბირთვი, რომელიც ქვეყანას ამუხრუჭებს და უსამართლობას ნერგავს, დაწყებულია “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან და გადაცემულია “ქართულ ოცნებას”, უბრალოდ თავები შეიცვალა, სხვა არაფერი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოიხდის სასჯელს, მივესალმები მის თავისუფლებაზე ყოფნას. რაც შეეხება განცხადებას, ჩემთვის მიუღებელია სიტყვა დამხობა. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს რევანში, უნდა დამთავრდეს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ხვალინდელი დღისთვის, პროგრესისთვის, ჩვენი ქვეყნის აღმავლობისთვის”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამავე თემაზე