2020-02-19 10:15:10
სახელმწიფოს მიტაცების ფორმები ძალიან მძაფრი და საგანგაშოა, სწორედ ეს განაპირობებს პროტესტის ფორმებს, რომლითაც ჩვენ ვპასუხობთ - ხოშტარია

სახელმწიფოს მიტაცების ფორმები ძალიან მძაფრი და საგანგაშოა, სწორედ ეს განაპირობებს პროტესტის ფორმებს, რომლითაც ჩვენ ვპასუხობთ - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთმა წევრმა ელენე ხოშტარიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

"ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში ჰყავს უმრავლესობა, მიტაცებული აქვს სახელწიფო ინსტიტუტები - შსს, მართლმსაჯულების სისტემა, სასამართლო... მას შეუძლია, რომ რაც უნდა, ის ქნას. უთხრა თავის მორჩილებს, შოთაძის წასვლაზე ეთქვათ, რომ კარგია. შემდეგ, როცა მოიყვანა, უთხრა, რომ უნდა დაბრუნდეს და ამაზე ეთქვათ, რომ კარგია. შემდეგ თქვა, რომ შოთაძეს რომ დისკომფორტი არ შეექმნას, პლენარულზე ამის განხილვაც არ იყოს. ამ სახელმწიფოს მიტაცების ფორმები ძალიან მძაფრი და საგანგაშოა, სწორედ ეს განაპირობებს პროტესტის ფორმებს, რომლითაც ჩვენ ვპასუხობთ.  

ის სხდომა არაფრის ასოციაციას არ იწვევდა, გარდა საბჭოთა კავშირისა. საბჭოთა კავშირი ეს არის პარტიის თავმჯდომარის მმართველობა. დღეს ამას ღიად გვეუბნებიან "ქართული ოცნების" წევრები, აღარც მალავენ. საბჭოთა კავშირი არის ერთპარტიული გადაწყვეტილებები - დღეს ღიად ერთპარტიულად, ხაზგასმით მიიღეს გადაწყვეტილება და დააბრუნეს შოთაძე. საბჭოთა კავშირი არის პოლიტიკური დევნა და არა კანონის უზენაესობა.” - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე