2020-02-17 15:25:13
არაფერი ისეთი არ ხდება, ზოგი მხარს უჭერს, ზოგი არ უჭერს, სკანდალის შექმნის ასეთ სურვილს ნუ აჰყვებით - ვოლსკი შოთაძის დაბრუნებაზე  

არაფერი ისეთი არ ხდება, ზოგი მხარს უჭერს, ზოგი არ უჭერს, სკანდალის შექმნის ასეთ სურვილს ნუ აჰყვებით - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გააკეთა, რითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ირაკლი შოთაძის მოსმენისას ოპოზიციის წევრების ბიძინა ივანიშილის ნიღბით შესვლას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ძალიან შემაძრწუნებელი იყო".

"ძალიან შემაძრწუნებელი იყო რასაც ვუყურე. ადამიანები არიან იმ პოლიტიკურ ძალაში, თვითონ არ ჩაუდენიათ, მაგრამ სისხლი დაღვარეს. ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანი გააუბედურეს. დღეს ისე იქცევიან გეგონება დემოკრატიის ერთადერთი მაძებარები არიან და თანაც ევროპის ეგიდით... ეს არის სირცხვილი. არაფერი ისეთი არ ხდება, ზოგი მხარს უჭერს, ზოგი არ უჭერს. სკანდალის შექმნის ასეთ სურვილს ნუ აყვებით. რა მოხდა, არაფერი არ არის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამავე თემაზე