2020-02-14 19:33:05
რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამი მუშა დაშავდა

რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა და სამი მუშა მოიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი ავრცელებს. მათივე ცნობით, ორი მუშა მსუბუქად დაშავდა, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. ისინი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი მალევე გაწერეს, ხოლო ერთი მკურნალობას საავადმყოფოში განაგრძობს.

“დღეს დილით, რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევაში დასაქმებულები მოჰყვნენ, მათგან ერთი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი დაშავებული ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი” -ნათქვამია განცხადებაში.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


 

ამავე თემაზე