2020-02-14 17:08:16
ივანიშვილის ბოლო ჟამის ელჩები, რომ დადიან ინსტიტუციებში და ტყუილებს ავრცელებენ, მათი საქმე წასულია - კახიძე

ივანიშვილის ბოლო ჟამის ელჩები, რომ დადიან ინსტიტუციებში და ტყუილებს ავრცელებენ, მათი საქმე წასულია - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ გააკეთა, რითაც ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტზე დეკლარაციის ჩავარდნას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

"ტექსტი და კენჭისყრის შედეგებიც ცნობილია. სწორედ ეს ტექსტები ჩაუგდეს ევროპარლამენტარებს და შემდგომ უთხრეს, რომ მიეღოთ რეზოლუცია შესწორებების გარეშე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი კარგად არისო. ევროპარლამენტმა კი ამ თავხედობას პასუხი გასცა და პირველად საქართველო-ევროკავშირის ისტორიაში, ჩავარდა საერთო დეკლარაცია. ივანიშვილის ბოლო ჟამის ელჩები, რომ დადიან ინსტიტუციებში და ტყუილებს ავრცელებენ, მათი საქმე წასულია, უნდა გააცნობიერონ რომ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი. შეიძლება ბევრი ადამიანი მოატყუო ცოტა ხნით, შეიძლება ცოტა ადამიანი მოატყუო დიდი ხნით, მაგრამ ყველას და მუდმივად ვერ მოატყუებ,"- განაცხადა კახიძემ. 

ამავე თემაზე