2020-02-14 15:17:09
საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ ღირსეული თავმჯდომარეობა გაწიოს და მინისტერიალი ჩავატაროთ ისე, როგორც შეესაბამება ჩვენს თავმჯდომარეობას-ზალკალიანი

ჩვენი პოზიცია ცნობილია - საქართველო როგორც თავმჯდომარე ქვეყანა იმოქმედებს ორგანიზაციის წესდების და პროცედურების შესაბამისად-ასე პასუხობს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავითი ზალკალიანი მაისში დაგეგმილ მინისტრთა კომიტეტის შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებზე დასმულ კითხვებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველო მჭიდრო კოორდინაციაშია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან.

„ჩვენი პოზიცია ცნობილია - საქართველო როგორც თავმჯდომარე ქვეყანა იმოქმედებს ორგანიზაციის წესდების და პროცედურების შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოს მინისტერიალის მაღალ დონეზე ჩატარება. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებია და ის აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ღირსეული თავმჯდომარეობა გაწიოს და მინისტერიალი ჩავატაროთ ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს თავმჯდომარეობას. სპეკულაციებზე, თუ ვინ როგორ ჩამოვა, ამაზე ძალიან ადრეა საუბარი, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ევროპის საბჭოს გენერალურ სამდივნოსთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში ურთიერთობას და მერწმუნეთ, რომ ყველაფერი ჩატარდება ისე, როგორც ეს შეესაბამება ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს”, - განაცხადა ზალკალიანმა.

მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დაგეგმილია ქართული მხარის რაიმე სახის შეხვედრა რუსეთის დელეგაციასთან.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამავე თემაზე