2020-02-14 14:52:31
„ქართული ოცნება“ მიდის კატასტროფის გზით, თუ ხელისუფლებას უნდა, რომ უფსკრულში გადაიჩეხოს, ქვეყანას მას ვერ გადავაყოლებთ - ბურჯანაძე  

„ქართული ოცნება“ მიდის კატასტროფის გზით, თუ ხელისუფლებას უნდა, რომ უფსკრულში გადაიჩეხოს, ქვეყანას მას ვერ გადავაყოლებთ - ამის შესახებ განცხადება, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. ბურჯანაძის თქმით, ევროპელმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული ვითარება და არ დაუჭერდნენ მხარს ისეთ რეზოლუციას, რომელიც სურდა „ქართულ ოცნებას“.

„ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული ვითარება. ბუნებრივია, ისინი არ დაუჭერდნენ მხარს ისეთ რეზოლუციას, რომელიც უნდოდა „ქართულ ოცნებას“, თითქოს აქ არაფერი არ ხდება და დემოკრატია ყვავის. ბუნებრივია, რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა, რადგან მსგავსი რამ არ მახსოვს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღიდან. ეს არის კრახი „ქართული ოცნების“. თუ ასე გააგრძელეს და გონს არ მოვიდნენ, შეიძლება, მოჰყვეს ასოცირების ხელშეკრულების შეჩერება და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა. „ქართული ოცნება“ მიდის კატასტროფის გზით, ძალიან მინდა, რომ გამოფხიზლდნენ და ჩვენი მეგობრების რეაქციაც არის შესაბამისი. ისინი ყველანაირად ცდილობენ, გონს მოიყვანონ ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ თუ ხელისუფლებას უნდა, რომ უფსკრულში გადაიჩეხოს, ქვეყანას მას ვერ გადავაყოლებთ“ ,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამავე თემაზე