2020-02-14 14:38:10
აღშფოთებული ვართ ჰოსპიტალის პალატაში ცოტნე გამსახურდიას ფოტოს არამართლზომიერი დანიშნულებით გადაღებისა და საჯაროდ, უპასუხისმგებლო გავრცელების გამო-ანა ჯაბაური

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, დაჭრილი ცოტნე გამსახურდიას ფოტო, რომელიც კლინიკაშია გადაღებული დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება და ბევრი გაზიარება მოჰყვა. რასთან დაკავშირებითაც გამსახურდიას ცოლი, როგორც მედია საშუალებებს ასევე მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, არ შეუწყონ ხელი ფოტოს გავრცელებას.

"აღშფოთებული ვართ ჰოსპიტალის პალატაში ცოტნე გამსახურდიას ფოტოს არამართლზომიერი დანიშნულებით გადაღებისა და საჯაროდ, უპასუხისმგებლო გავრცელების გამო.

მოგმართავთ თხოვნით:

ნუ წაახალისებთ ადამიანის უფლებების ხელყოფას.

სანამ ცოტნე თავად არ გადაწყვეტს ამგვარი ფოტოს გავრცელებას, მანამდე მიზანშეწონილი არ არის პაციენტის პერსონალური მონაცემის მქონე ამგვარი გამოსახულების საჯაროდ გავრცელება,"-აღნიშნულია ანა ჯაბაურის განცხადებაში. 

ამავე თემაზე