2020-02-14 14:00:51
Bloomberg-ის სტატია დიდი ალბათობით დასპონსორებულია–თალაკვაძე

„ისინი ცდილობენ საერთაშორისო პრესით გააჟღერონ თავიანთი პოზიციები და სცადონ ამით მაინც გაუკეთონ კომპენსირება იმ დაბალ მხარდაჭერას, რომელიც მათ ქვეყანაში აქვთ. ბლუმბერგის სტატია, რომელზეც მეკითხებით, დიდი ალბათობით არის დასპონსორებული სტატია,"-ასე აფასებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ბლუმბერგზე გამოქვეყნებული სტატია/მოსაზრებას, რომელშიც ივანიშვილი საქართველოს “ჩრდილოვან ბოსად” არის მოხსენიებული.

"დასპონსორებული სტატია რომ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ბლუმბერგს არც ერთხელ არ გაუშუქებია, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 3 მლრდ-ზე მეტი დახარჯა საქართველოში სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის განათლებაში, კულტურის განვითარებისთვის… ,“ – განაცხადა თალაკვაძე.

მისივე თქმით, ივანიშვილს, როგორც სხვა პირს, უფლება აქვს ნებისმიერ კომპანიას გაუფორმოს კონტრაქტი და გამოიყენოს მათი მომსახურება სტრატეგიული მიზნებისთვის.

თალაკვაძე ამატებს, რომ „ოცნება“ აგრძელებს პარტნიორებთან და მეგობრებთან თანამშრომლობას, ოპონენტებსა და ოპოზიციას კი 2020 წლის არჩევნებზე ელოდება.

ბლუმბერგზე გამოქვეყნებული მოსაზრების ავტორი არის ელი ლეიკი, ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად Bloomberg View-ის კოლუმნისტია. თანამშრომლობდა Fox-თან, CNN-თან, C-SPAN-თან და სხვა გამომცემლობებთან. იგი აგრეთვე The Daily Beast-ისა და Newsweek-ის უფროსი კორესპონდენტი იყო ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

ამავე თემაზე