2020-02-14 13:50:20
ეს საერთოდ ანეკდოტად არის ქცეული, ნებისმიერი თავისუფალი ქვეყნის დედაქალაქში-ბოკერია "ქართული ოცნების" DCI Group-თან ხელშეკრულებაზე

ეს საერთოდ ანეკდოტად არის ქცეული, ნებისმიერი თავისუფალი ქვეყნის დედაქალაქში- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია "ქართული ოცნების" მიერ ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავების საკითხს, რომელიც კონტრაქტის მიხედვით, მმართველ გუნდის "დემოკრატიისკენ უდრეკი სწრაფვის" შესახებ უცხოურ მედიაშიც დაწერს და გაავრცელებს ინფორმაციას. 

"ეს საერთოდ ანეკდოტად არის ქცეული, ნებისმიერი თავისუფალი ქვეყნის დედაქალაქში და ვაშინგტონშიც, არავინ არ კითხულობს ან თუ კითხულობს ხვდება თუ ეს არის გადახდილი სტატია ვინმეს მიერ. იქ ეს ხაზგასმულია ჩუმად კი ვერ იზამ, პირდაპირ წერია რომ ფასიანი სტატიაა,"- აცხადებს ბოკერია "მთავარი არხის" ეთერში.

ბოკერიამ ასევე,  რუსეთსა და სხვა ავტორიტარული გაიხსენა, რომლებიც რაღაც პერიოდის განმავლობაში "ცნობილ გაზეთებში" ფურცლებს ყიდულობდნენ.

"ეს არათუ საზოგადოებრივ აზრზე პოზიტიურ გავლენას არ ახდენს, პირიქით, მაგალითად გამოიყენება, რომ ამ ქვეყანაში რაღაც ცუდად არის, რახან ასე ყიდულობ ავტორიტარული რეჟიმივით გაზეთებში სტატიებს, რაზეც ყველამ იცის, რომ ნაყიდია და არ წარმოადგენს არც იმ მედიის, არც იქაური საზოგადოებრივი ჯგუფების რაღაც შეხედულებას. 

აყველა თვალსაზრისით მინუსშია ქვეყანა ამ ხელისუფლების ამ მმართველი პარტიის მიერ დახარჯული რესურსებით, მაგრამ თავის თავსაც არათუ ვერ უშველიან, პირიქით, თუ ვინმემ არ იცოდა, რომ პრობლემაა ასეთი სერიოზული საქართველოს ხელისუფლებისთვის, ამ აქტივობით უფრო გაიგებენ,"- განაცხადა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთ ლობისტურ კომპანია DCI Group-თან ხელშეკრულება 12 თებერვალს გააფორმა.

ამავე თემაზე