2020-02-14 13:18:25
ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეფასებები არის სამარცხვინო და უსამართლო - თურნავა

ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეფასებები არის სამარცხვინო და უსამართლო, - ასე ეხმაურება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დასავლეთის კრიტიკას და „ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, სადაც სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან მმართველს“ უწოდებს.

„ლობისტური კომპანიის დაქირავება მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს, რადგან იმ ზღვა ინფორმაციაში, რაც მიეწოდება დასავლეთს და მთელ მსოფლიოს, ძალიან ბევრი არის არასწორი, უსამართლო და ეს არის ძალიან კარგი, რომ სიმართლე ვუთხრათ მთელ მსოფლიოს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. რაც შეეხება შეფასებებს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ეს შეფასებები სამარცხვინო და უსამართლოა, რადგან ბატონი ბიძინა გახლავთ ჩვენი მმართველი პარტიის თავმჯდომარე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამავე თემაზე