2020-02-14 12:24:16
დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში ქალის ცხედარი იპოვეს

მკვლელობა დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ განთიადში. გარდაცვლილი ქალია, რომელიც ადგილობრივების თქმით, გუშინ ღამე მაღაზიიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც უცნობმა პირმა, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ჭრილობები მიაყენა. 

ცხედარი დღეს დილით იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამავე თემაზე