2020-02-14 12:08:36
თუ ბლუმბერგის სტატიაში მოყვანილი ფაქტები სწორია, მაშინ გამოდის, რომ ლიბისტს ფულს ვუხდით ბიუჯეტიდან - ხუხაშვილი

თუ ბლუმბერგის სტატიაში მოყვანილი ფაქტები სწორია, მაშინ გამოდის, რომ ლიბისტს ფულს ვუხდით ბიუჯეტიდან - წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი. 

"თუ ბლუმბერგის სტატიაში მოყვანილი ფაქტები სწორია, მაშინ გამოდის, რომ ლიბისტს ფულს ვუხდით ბიუჯეტიდან და ის მუშაობს არა ხელისუფლებაზე, არამედ პარტიაზე, რაც ჩემის აზრით სისხლის სამართლის დანაშაულია." - წერს ხუხაშვილი.

გუშინ, 13 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირავა, ამჯერად 300 ათას დოლარად. შეთანხმებას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს. გამოცემა Bloomberg-ზე ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული წერილი გამოქვეყნდა, სადაც ავტორი ელი ლეიკი ივანიშვილს "ჩრდილოვან ბოსად" მოიხსენიებს და წერს, რომ მან ვაშინგტონში ახალი ლობისტურ კომპანიასთან კონტრაქტი მას შემდეგ გააფორმა, რაც "ქვეყნის ავტორიტარიზმისკენ სვლით შეშფოთებულმა კონგრესმენებმა მის მიერ ხელდასმულ პრემიერმინისტრს" რამდენიმე კრიტიკული წერილი გაუგზავნეს.

ამავე თემაზე