2020-02-14 10:53:16
"საქართველოს ჩრდილოვანი ბოსი"- Bloomberg-ი ივანიშვილზე კრიტიკულ წერილს აქვეყნებს

გავლენიანი გამოცემა Bloomberg -ი ბიძინა ივანიშვილს "ჩრდილოვან ბოსად" მოიხსენიებს. სტატიის ავტორი, "ოცნების" მიერ ამერიკელი ლობისტური კომპანია Hogan Lovells-ისთვის თვეში $75 000-ის გამოყოფას განიხილავს.

"რაც საინტერესოა ამ კონტრაქტის შესახებ, ისაა, რომ კომპანია წარმოადგენს ივანიშვილის პოლიტიკურ პარტიას და არა ხელისუფლებას, რომელსაც ამ ეტაპზე ეს პარტია აკონტროლებს" - წერს ავტორი.

ელი ლეიკს ციტატა მოჰყავს ბიძინა ივანიშვილის მიმართ ნორმ ქოულმანის 21 იანვრით დათარიღებული წერილიდან. ყოფილი რესპუბლიკელი სენატორი ქოულმანი ლობისტია, რომელიც ამჟამად სწორედ Hogan Lovells-ისთვის მუშაობს.

"კომპანია იმუშავებს და ასევე, შესაძლოა, მიიღოს მითითებები საქართველოს ოფიციალური პირებისგანაც, მაგრამ ძირითადად ვიმუშავებთ თვითონ პარტია ქართულ ოცნებაზე" - წერს ნორმ ქოულმანი ბიძინა ივანიშვილისთვის მიწერილ წერილში.

ეს რამდენიმე მიზეზითაა მნიშვნელოვანი. დასაწყისისთვის, სწორედ ივანიშვილია პასუხისმგებელი საქართველოს რეპრესიებისკენ უკუსვლაში. საქართველომ პრემიერ მინისტრების მთელი წყება გამოიცვალა, რომლებიც ქვეყანაზე ივანიშვილის კონტროლის ეფექტურ კონსოლიდაციას ახორციელებდნენ და ამ ბოლო დროს ივანიშვილის ოპოზიციის დაშინებასა და დაპატიმრებაზეც გადავიდნენ.

ამის ბოლო მაგალითი ორშაბათს გამოჩნდა, როდესაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულისთვის, რომელზეც ის უკვე იყო დაპატიმრებული. დაპატიმრების შედეგად ოპოზიციურმა პარტიებმა ივანიშვილის პარტიასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა.

ქოულმანს რთული საქმე აქვს დაკისრებული. ისეთი ავტორიტარული პარტნიორებით, როგორიც საუდის არაბეთია, მისთვის შესაძლებელია იმაზე კამათი, რომ ამერიკა სტრატეგიული მიზნების გამო ბევრის მომთმენია, მაგრამ საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან უფრო ახლო ურთიერთობა ჰქონოდა კანონის უზენაესობისა და კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებისკენ სწრაფვის გამო. ქოულმანის ახალი კლიენტი, სამწუხაროდ, ამისგან შორს დგას. ვერავითარი PR ამ ფაქტს ვერ შეცვლის,"- წერს გამოცემა.

ამავე თემაზე