2020-02-14 10:31:39
რეზოლუციის ჩაგდება სიგნალია არა ქართველი ხალხისთვის, არამედ, მთავრობისთვის - ევროპარლამენტარი

რეზოლუციის ჩაგდება სიგნალია არა ქართველი ხალხისთვის, არამედ, მთავრობისთვის - ჩეხი ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან, მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ასოცირების სხდომაზე რეზოლუციის ჩაგდება არის სიგნალი არა ხალხისთვის, არამედ მთავრობისთვის. ამის შესახებ ევროდეპუტატი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს.

"ჩვენ დღეს ჩავაგდეთ ევროკავშირის საქართველოს საპარლამენტო კომიტეტის საბოლოო განცხადება. ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ჩვენ ვაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე. ეს არის სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენ ვხედავთ დაპირისპირებებს და მათ სერიოზულად განვიხილავთ". - წერს ევროპარლამენტარი.

ამავე თემაზე