2020-02-13 19:21:54
ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და ვერაფერი გაიგეს- ევროპარლამენტარი "ქართულ ოცნებაზე"

ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და ვერაფერი გაიგეს- ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების კომიტეტის რეზოლუციის პროექტზე ვერშეთანხმების გამო ამბობს, რომ "ძალიან გაბრაზებულია. მისი თქმით, რეზოლუციის პროექტი ძალიან სუსტი იყო და არ ასახავდა არსებულ ვითარებას. 

როგორც იუკნევიჩიანე ამბობს, ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

"ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებები და გვსურდა დაბალანსებული ტექსტი. უმრავლესობის წევრებმა თითქმის ყველა ცვლილება ჩააგდეს. ძალიან გაბრაზებული ვარ. ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და მგონი, ვერაფერი გაიგეს.ახლა ქართულმა ოცნებამ კარგად უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს გარკვეული პოზიციები. ჩემი გზავნილია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის არის სიტუაციაზე პასუხისმგებელი და სამწუხაროდ, ის აზიანებს საქართველოს ევროპულ კურსს", - განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

ამავე თემაზე