2020-02-13 19:04:50
აქ გამოვაქვეყნებ იმ ცვლილებებს, რომელსაც ითხოვდნენ ევროპარლამენტარები და ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" - კახიძე

აქ გამოვაქვეყნებ იმ ცვლილებებს, რომელსაც ითხოვდნენ ევროპარლამენტარები და ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" - წერს სოციალურ ქსელში, "ევროპული საქართველოს" ერთ ერთი წევრი ოთარ კახიძე.

"აქ გამოვაქვეყნებ იმ ცვლილებებს, რომელსაც ითხოვდნენ ევროპარლამენტარები და ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ": ანაკლიის პორტი

დეკლარაციის მე-13 პუნქტში საუბარი იყო საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ცენტრის მნიშვნელობაზე, რასაც ევროპარლამენტარების - ფოტიგასა და ზლოტოვსკის მხრიდან ემატებოდა შემდეგი -

"აღნიშნულთან დაკავშირებით გულდასაწყვეტია, რა მოვლენებიც განვითარდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ირგვლივ, რადგან პროექტის წარმატებით დასრულება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირის ინტერესებს, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. [კომიტეტი] აღნიშნავს, რომ ევროკავშირს უკვე გაწეული აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება პროექტისთვის (300.000 ევროზე მეტი ამ დროისთვის), გვჯერა რა, რომ ანაკლია არის მნიშვნელოვანი ტრანს-ევროპული სატრანსპორტი ქსელის პროექტი."

შესწორებას მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტარებმა. რატომ შეიძლება იყო ამ შესწორების წინააღმდეგი? შენი ქვეყნის სტრატეგიულ პროექტს მხარს უჭერენ, გამდიდრებასა და უსაფრთხოებას შეუწყობს ხელსო, გეუბნებიან, გვერდით გიდგავართო, ამატებენ.. მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო აღნიშნული შესწორება." - წერს ოთარ კახიძე.

ამავე თემაზე