2020-02-13 16:06:42
გამოირჩევა კლანის მხარდაჭერით - ჯანეზაშვილი ნიკა მელიას მოსამართლეზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლე ვეფხია ლომიძე, რომელიც 10 მარტს ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის საჩივარს განიხილავს, "გამოირჩევა კლანის მხარდაჭერით".  მისი თქმით, რომ არ ე.წ. კლანის მხარდაჭერა ვეფხია ლომიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერ გახდებოდა. 

"მისი კარიერა საინტერესოა, ის 2016 წელს გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. ამის შემდეგ, დაახლოებით ორ წელში, ის დაინიშნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. სააპელაციო სთავმჯდომარე არის მიხეილ ჩინჩალაძე, შესაბამისად, რომ არა ჩინჩალაძის კლანის მხარდაჭერა, ლომიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ვერ გახდებოდა. ხარე - უნდა შეასრულოს კლანის დავალებები" - ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.  

ამავე თემაზე