2020-02-13 15:44:15
ვერ ავყვებით კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს - საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილის არგამოქვეყნებაზე

საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროვებს წერილს, რომელიც მათ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებისგან მიიღეს. 

"წერილის გამოქვეყნება გერმანული და ფრანგული მხარის პრეროგატივაა და ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება, თუ გამოაქვეყნებენ, რადგან წერილი საკმაოდ დაბალანსებული, მხარდამჭერი და კონსტრუქციულია. ჩვენ არ ვაპირებთ უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენოთ ჩვენი გერმანელი და ფრანგი პარტნიორები. დიპლომატიური სამსახური ვერ აყვება გიორგი კანდელაკის და მისი კოლეგების იაფფასიან გამოსვლებს," -აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში. 

 

"ტაბულა"

ამავე თემაზე