2020-02-13 15:37:20
ხულორდავას თქმით, ის უპირობოდ პოზიტიური განწყობა, რომელიც ევროპარლამენტში წლების განმავლობაში იგრძნობოდა, სახეცვლილია 

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრის და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატია, თამარ ხულორდავას თქმით, ის უპირობოდ პოზიტიური განწყობა, რომელიც ევროპარლამენტში წლების განმავლობაში იგრძნობოდა, სახეცვლილია. ხულოსრდავას თქმით, იმ მოვლენებმა, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ვითარდება, იქნება ეს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან მიღებული გადაწყვეტილება და გიგი უგულავას დაკავება, გარკვეული ასახვა ჰპოვა იმ განწყობებში, რომელიც არის ევროპარლამენტში.

"ერთი რამ, რაც ძალიან თვალში საცემია, არის ის, რომ ის ძალიან, უპირობოდ პოზიტიური განწყობა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენ გვხვდებოდა ევროპარლამენტში, ასოცირების კომისიის ვიზიტების დროს იქნებოდა ეს თუ სხვა დროს, გარკვეულწილად სახეცვლილია. ეს ეს გამოიწვია იმან, რომ გარკვეული ნაბიჯები, რომლებიც ბოლო პერიოდში გადაიდგა, არ არის შეფასებული, როგორც საუკეთესო ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, იმ მოვლენებმა, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში ვითარდება, იქნება ეს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული მოულოდნელი გადაწყვეტილება და გიგი უგულავას დაკავება, გარკვეული ასახვა ჰპოვა იმ განწყობებში, რომელიც არის ევროპარლამენტში" - თქვა თამარ ხულორდავამ, რომელიც სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის სხდომებში მონაწილეობს.

ამავე თემაზე