2020-02-13 12:48:57
ყაზახმა ნეიროქირურგებმა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში უახლესი საოპერაციო სისტემა დაათვალიერეს

ყაზახეთის დელეგაცია სტუმრად თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში უახლესი ციფრული ეგზოსკოპის სანახავად ჩამოვიდა, ევროპაში საქართველო მეორე ქვეყანაა სადაც აღნიშნული საოპერაციო სისტემა დაიდგა.

ნეიროქირურგიაში გამოსახულების ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამ აუცილებლობიდან გამომდინარე მსოფლიოს ორმა უდიდესმა ბრენდმა "ოლიმპუსმა" და "სონიმ" გადაწყვიტეს შეექმნათ ეგზოსკოპი ანუ ნეიროქირურგიული უახლესი მიკროსკოპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციებით არის შეიარაღებული, ეს არის პირველი ეგზოსკოპი მსოფლიოში, რომელიც ამ ორი ბრენდის კოლაბორაციის პროდუქტს წარმოადგენს.

ამ აპარატის შეძენით თბილისის ცენტრალურმა საავადმყოფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა არამარტო კლინიკისთვის არამედ ნეიროქირურგიის განვითარებისთვის მთელი რეგიონის მაშტაბით. საქართველო მეორე ქვეყანაა ევროპაში, სადაც აღნიშნული საოპერაციო სისტემა დაიდგა.                                           
„ნატიფ სტრუქტურებზე უნიკალური სამუშაოების შესრულება, წარმოადგენს უახლესი  საოპერაციო სისტემის უპირატესობას სხვა მანამდე არსებული მიკროსკოპისგან განსხვავებით, რაც განაპირობებს ნეიროქირურგიული ოპერაციების მკვეთრი სიზუსტით შესრულებას და მაქსიმალურ შედეგებს.“ აცხადებს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს https://www.facebook.com/TCHospital ნეიროქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელი გოგი მაღალაშვილი.

კომპანია ოლიმპუსის მხარდაჭერით ცენტრალური საავადმყოფოში ფუნქციონირებას იწყებს გადამზადების სასწავლო ცენტრი ნეიროქირურგ გოგი მაღალაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები შემდგომი თაობის აპარატურასთან, მუშაობისთვის საჭირო გადამზადების სრულ კურსს გაივლიან.

ამავე თემაზე