2020-02-13 11:12:55
,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მიმართოს არბიტრაჟს"

ანაკლიის განვიტარების კონსორციუმი მზადაა, რომ საქართველოს მთავრობა წინააღმდეგ არბიტრაჟს მიმართოს. როგორც კონსორციუმში ამბობენ, მათ მთავრობას შესთავაზეს, რომ დავა მშვიდობიანი გზით მოეგვარებინათ, თუმცა ამასთან დაკავშირებით მთავრობას ნაბიჯები არ გადაუდგამს.

"როგორც ჩანს, კონსორციუმს არ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ მიმართოს არბიტრაჟს. კონსორციუმის საერთაშორისო ინვესტორებიც დაიწყებენ პროცესს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. კონსორციუმი მზად არის, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი პოზიციის დასაცავად, მათ შორის, მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში", - ნათქვამია კონსორციუმის განცხადებაში.   

 

 

 

ამავე თემაზე