2020-02-10 11:01:16
არ გრცხვენია ბიჭო, ვანო მერაბიშვილის ინფორმატორი იყავი - ნათელაშვილი გედი ფოფხაძეს

არ გრცხვენია ბიჭო ვანო მერაბიშვილის ინფორმატორი იყავი ზესტაფონის პროფკავშირებში - ასე მიმართვას  სოციალურ ქსელში, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, პარლამენტარ გედევან ფოფხაძეს.

“შემთხვევით გადავრთე და ვუსმენ ახლა ვინმე გედეონ ფოფხაძეს. პირდაპირ ბიძინას აუდიო—ჩანაწერს გადმოგვცემს საკუთარი პირით.ჯერ ვინ ეპატიჟება ოპოზიციურ ფორმატში, მერე ნაცებთან არ დავჯდებიო – არ გრცხვენია ბიჭო ვანო მერაბიშვილის ინფორმატორი იყავი ზესტაფონის პროფკავშირებში. მოკლედ მორალი მართლა სანთლით საძებარია ამ პარლამენტში.” – წერს შალვა ნათელაშვილი.

ამავე თემაზე