2020-02-07 19:14:04
სოციალური ქსელის მომხმარებლების რეაქციები ლაგოდეხის მერის დამუშავებულ ფოტოზე (ფოტო)

დღეს სოციალური ქსელის მომხმარებელმა ლაგოდეხის მერის დაფოტოშოპებულ ფოტო გაავრცელა, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოყვა. სოციალური ქსელი მომხმარებლების ფანტაზია საქართველოს საზღვრებს გარეთ გავიდა, მსოფლიო მოიცვა, დედამიწას გაცდა და მთვარეს მისწვდა. 

პოსტის ავტორი წერს, რომ მერმა მიმდინარე სამუშაოებს ვერ მიუსწრო, ამიტომ მერიის თანამშრომლებს სთხოვა, სურათი ფოტოშოპით დაემუშავებინათ და ის პირად გვერდზე ატვირთა, ცოტა მოგვიანებით კი წაშალა.

ლაგოდეხის მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ფოტოშოპით დამუშავებული სურათი მდივნიშვილის პირად გვერდზე აიტვირთა და ამას ტექნიკური ხარვეზით ხსნიან. 

"სამწუხაროდ, გაიპარა ტექნიკური ხარვეზი. ეს არ იყო მერიის ოფიციალური გვერდი, ბატონი ჯონდოს გვერდი იყო, მერიის თანამშრომლები მერიის გვერდზე არიან პასუხისმგებლები, შესაბამისად კომენტარს ვერ ვაკეთებთ, იყო ხარვეზი და გამოსწორდა", - აცხადებს პრესსამსახური On.ge -თან საუბარში.   

 

 

 

 


 

 

ამავე თემაზე