2020-02-06 16:50:33
მკვლელობა თბილისში - მეზობელმა მეზობელი მოკლა

თბილისში, დოდაშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. მეზობლებს შორის დაწყებული კონფლიქტი, ინდოეთის მოქალაქის სიკვდილით დასრულდა.​​ მას ჭრილობები მეზობელმა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა, რამაც ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

ამავე თემაზე