2020-02-04 16:09:51
თელავში "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზია გაქურდეს

თელავში "ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზია გაქურდეს. კომპანიის წარმომადგენლობა, ამ დრომდე ზარალის ოდენობას არ აკონკრეტებს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე მობილური ტელეფონი. 

შსს-მ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო. ფაქტზე პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

ამავე თემაზე