2020-01-27 15:26:28
მოედანზე იყო ყველაზე მაგარი კალათბურთელი ვის წინააღდეგაც მე მითამაშია - ზაზა ფაჩულია კობი ბრაიანტზე (ვიდეო)

მოედანზე იყო ყველაზე მაგარი კალათბურთელი ვის წინააღდეგაც მე მითამაშია -  ამის შესახებ კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ ,,ტვ პირველის" ეთერში კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტზე საუბრისას განაცხადა. ფაჩულიას თქმით, ის ბედნიერია რომ კობი ბრაიანტთან ერთად თამაშის შესაძლებლობა მიეცა.   

,,რთული დღეა ჩენთვის და ყველა ჩვეთაგანისთვის. ვისაც კალათბურთი უყვარს. განსაკუთრებით ჩემი თაობისთვის, რომელიც გაიზარდა კობის ყურებით და კობის გულშემატკივარი იყო მთელი ცხვორება. ბედნიერი ვარ რომ მე მომიწია მის წინააღმდეგ თამაში. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე  წელი პირადად მქონდა ურთიერთობა. მახსოვს, მისი კარიერის ბოლო წელი 2015 წელს, როდესაც ცნობილი იყო რომ უკვე ანებებდა კალათბურთს თავს. რამდნემე წუთი ვისაუბრეთ ჩვენი თამაშის შემდეგ და  მთელი ჩემი ცხოვრება რასაც ვნატრულობდი და ვოცნებობდი რომ  მეთქვა კობისთვის და მქონდა ამის შესაძლებელობა რომ მეთქვა რომ ძალიან დიდი პატივს ვცემდი და მადლეერი ვიყავი იმით რომ კალათბურთი ასე შემაყვარა. მეც და ძალაინ ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაზე. 

ამის შემდეგ ლოსანჯელესში შევხვდით კიდევ ერთხელ. რესტორანში ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი. მოვიდა ჩემს მაგიდასთან ყველას მიესალმა აბსოლუტურად, რაც მოულოდნელი იყო. ყველას გააცნო თავისი თავი. თუმცა გაცნობა ნამდვილად არ სჭირდებოდა. 

მოედანზე იყო ყველაზე მაგარი კალათბურთელი ვის წინააღდეგაც მე მითამაშია. 

ძალიან რთული დღეა ჩემთავის, მაგრამ მინდა ერთ რაღაცას გავუსვა ხაზი. ეს ცხოვრება არის ძალიან ხანმოკლეა. ადამიანი წავიდა ამ ცხოვრებიდან 41 წლის ასაკში თავის ანგელოსთან 13 წლის გოგონასთან ერთად, რომელიც კალათბურთს თამაშობდა ასევე. მამა შვილი კატალბურთზე, თამაშზე მიდიოდნენ ვერტმფრენით, რომელიც ჩამოვარდა და დღეს ცოცხალი არც ერთი არ არის. ჩემი თხოვდა იქნება. ჩემი მოწოდება იქნება ჩემი ქართველებისთვის, კიდევ ერთხელ გაითვალისწინოთ რომ ეს ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ვაკეთოთ სიკეთე. გვიყვარდეს ერთმანეთი. მოვეფეროთ ერთმანეთს და ნეგატივი მოვიშოროთ გულიდან. ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში ძალიან დიდი ნეგატივი სუფევს. არ არის ეს კარგი. საბოლოოდ არავის არაფერი არ დარჩება. ცუდის გარდა. იმიტომ, რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. ასე რომ სიყვარულს არაფერი არ ჯობია, "- განაცხადა ფაჩულიამ ,,ტვ პირველის" ეთერში.     

ამავე თემაზე