2020-01-27 14:16:57
კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს ამბავი

მილიონერი, რომელსაც მთელი საქართველო ეძებდა ნაპოვნია.  ,,ლოტო6/42’’-ის ჯეკპოტი 1 182 454 ლარი 21 იანვარს გათამაშდა, მაგრამ ახალი ქართველი მილიონერი რამდენიმე დღე არ ჩანდა.

საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ ყველაზე იღბლიან ადამიანს ბათუმში, დევნილთა დასახლებაში მიაგნო.

1 182 454 ლარი  77 წლის ვალიკო კვაჭაძემ და მისმა შვილმა გიორგი კვაჭაძემ მოიგეს. დღე ჩვეულებრივი იყო. ჯერ რიგში იდგა სოციალურად დაუცველების სასადილოში, შემდეგ, შვილმა გამოუარა და სახლისკენ გზად ჯიხურთან გაიარეს.  18 იანვარს 6/42 ის ბილეთი  შეიძინეს. ციფრებიც ერთად შეავსეს - მამა კარნახობდა, შვილი კი ბილეთს ავსებდა, ბევრი იფიქრეს, განსაკუთრებით ბოლო ციფრეზე დაფიქრდნენ და საბოლოოდ ეს კომბინაცია დასვეს: 17, 24, 25, 29, 33 და 36, კომბინაცია, რომელმაც კვაჭაძეების ცხოვრება წამიერად ზღაპრულ სიუჟეტად აქცია და სამუდამოდ უკეთესობისკენ შეცვალა.

 ბილეთის შეძენამდე ერთი დღით ადრე, 17 იანვარს ვალიკო კვაჭაძეს 77 წელი შეუსულდა, მანამდე ვალიკო კვაჭაძე და მისი ოჯახი სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირების მძიმე ყოფით ცხოვრობდა, უკვე რვა წელია საკუთარი ბინა დაგირავებული აქვთ და  ბათუმის დევნილთა დასახლებაში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, ბინის დაბრუნების ოცნებამ ლატარიის თამაში დააწყებინათ. ლატარიას კი კათარზისის სასადილოსკენ მიმავალ გზაზე ყიდულობდნენ, იმედად მხოლოდ მოგება ჰქონდათ დარჩენილი.

 და მოიგეს! 1 182 454 ლარი.

ორ ლარად შეძენილმა ბილეთმა  სოციალურად დაუცველის სტატუსი კვაჭაძეების ოჯახს  მილიონრების სტატუსით შეუცვალა.

ახალ მილიონერებს ბევრი გეგმა აქვთ, პირველ რიგში მშობლიურ დაგირავებულ ბინას გამოიხსნიან, მანქანას შეიძენენ, ბიზნეს წამოიწყებენ და კიდევ ბევრ ოცნებას აიხდენენ და სამუდამუდ დაემშვიდობიან მომავლის შიშით სავსე ცხოვრებას.

საქართველოს ეროვნული ლატარია კვაჭაძეებს ,,ლოტო 6/42’’-ში მოგებულ 1 182 454 ლარს უახლოესს დღეებში საზეიმოდ გადასცემს. 


 

 

ამავე თემაზე