2020-01-24 19:21:25
ეს სილა, ეს დარტყმა 20-ვე ქალის დარტყმაა და ამას არავინ არ აპატიებს - საკრებულოს დამლაგებლები ხაბეიშვილს სოლიდარობას უცხადებენ

ჩვენ გამო ბატონი ლევანი არ უნდა დასჯილიყო, ეს სილა, ეს დარტყმა 20-ვე ქალის დარტყმაა და ამას არავინ არ აპატიებს - განაცხადეს საკრებულოს დამლაგებლებმა  და ლევან ხაბეიშვილის მხარდასაჭერად საკრებულოსთან მივიდნენ. მათი თქმით, ხაბეიშვილზე ფიზიკური თავდასხმის მიზეზი, ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გაკეთებული განცხადება იყო, სადაც ხაბეიშვილმა დამლაგებლების პრობლემაზე ისაუბრა.  

"საკრებულოში ყველას მივმართეთ, ვისაც შეიძლებოდა, რომ ჩვენი სიტუაცია შეხებოდა. ყველგან ვიყავით ხელფასების მომატების მოთხოვნით. იმიტომ რომ, 196 ლარს ვიღებთ ხელზე. ეს არის აუტანელი, ძალიან დაბალი ხელფასებია. მაგრამ არავინ მოგვისმინა. ვითომ გულთან მიიტანეს, დაგვპირდნენ მომატებას. დაველოდეთ ტენდერს, რომელიც ჩატარდა. შემოვიდა კომპანია, რომელმაც ისევ დაბალი ხელფსები შემოგვთავაზა. მოვითხოვეთ, რომ სატენდერო პირობებში ჩადებულიყო მაღალი ხელფასი, როგორც ეს ხდება იუსტიციის სახლში. უარი გვითხრეს, კანონს ვარღვევთო. ამის შემდეგ 20-ვე დამლაგებელმა ქალმა მივმართეთ ლევან ხაბეიშვილს დახმარების თხოვნით. და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ", - თქვა ნანა ჯუღელმა.

ამავე თემაზე