2020-01-24 19:14:10
ჩვენმა მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაჩერება სათავეში აღარ შეიძლება - ვაშაძე ხაბეიშვილის ცემაზე

ჩვენმა მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაჩერება სათავეში აღარ შეიძლება - ამის შესახებ განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მისი თქმით, კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ ტურებივით დაესხნენ თავს საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილს.

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ამაზრზენად გამოავლინა თავისი ბუნება. ტურებივით დაესხნენ თავს დეპუტატ ხაბეიშვილს მისივე კოლეგები პარტია „ქართული ოცნებიდან“ და უმოწყალოდ სცემეს წაქცეულ ადამიანს. შემდეგ უკვე ქუჩურად გააკეთეს განცხადება, რასაც მიჩვეული არიან – თქვეს, რომ ხაბეიშვილმა მიიღო ის, რაც უნდა მიეღო. ჩვენმა მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გაჩერება სათავეში აღარ შეიძლება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამავე თემაზე