2020-01-24 18:48:24
საკრებულოს უმრავლესობა ხარ და იმავე შენობაში მომუშაშევე დამლაგებლები გიპირისპირდებიან - მელია

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშილის ცემის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

,,წარმოიდგინეთ,

ხელისუფლებაში ხარ, საკრებულოს უმრავლესობა ხარ და იმავე შენობაში მომუშაშევე დამლაგებლები გიპირისპირდებიან"- წერს მელია. 

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში სკამი ჩაარტყა, რის შედეგადაც ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.  

 

ამავე თემაზე