2020-01-24 18:34:13
"იზამენ თუ არა უარესს? - პასუხი მარტივია #უარესსაციზამენ"

ყოველ მომდევნო ჯერზე, როდესაც დაისმება კითხვა - იზამენ თუ არა უარესს? - პასუხი მარტივია #უარესსაციზამენ - ასე ეხმაურება ,,ევროპული საქართველოს" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისის საკრებულოს ოპოზიცონერი დეპუტატის ლევან ხაბეიშილსი ცემის ფაქტს. 

,,რაც უფრო უტიფარია ქოცების მიერ საკუთარი აღვირახსნილობისავე "გაპრავება", მით უფრო სასაცილოდ გამოიყურება ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, რომელსაც უკვირს ეს აღვირახსნილობაც და ამ აღვირახსნილობის "გაპრავებაც".

ყოველ მომდევნო ჯერზე, როდესაც დაისმება კითხვა - იზამენ თუ არა უარესს? - პასუხი მარტივია #უარესსაციზამენ

ხელისუფლება დღეს უტიფრობს ისევე, როგორც უტიფრობდა 2012 წლიდან მოყოლებული.

ოღონდ უტიფრობის ამ დონემდე იგი მივიდა იმის გამო, რომ ყოველი წინა უტიფრობა საზოგადოების დიდმა ნაწილმა "გაატარა" შემდეგი მოტივით:
- თუ ხმას ამოვიღებ, პოლიტიკურ იარლიყს მომაწებებენ,
- "მაინც ესენი გვირჩევნია".

ასე აქცია ივანიშვილმა ნორმალურობა - მოიქცე ადამიანურად, მორალურად, კანონის შესაბამისად - სისუსტის სიმბოლოდ (რუსული ხელწერაა).

ავტორიტარიზმის წყარო მორჩილი უმრავლესობაა",- წერს ჭიაბერაშვილი.  

ამავე თემაზე