2020-01-24 18:06:32
ხაბეიშვილზე ერთ-ერთი თავმდამსხმელი ავთანდილ ცინცაძე ყოფილი სამბოისტია

თბილისის საკრებულოში კომისიების სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, სცემეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი თარაშ შურღაია რამდენჯერმე ურტყამს ხელს ხაბეიშვილს ჯერ მხარზე, შემდეგ კი თავში. ხაბეიშვილს სიტყვიერად და ფიზიკურად მიმდინარე საკრებულოს სხდომაზე, ასევე დაუპირისპირდა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ავთანდილ ცინცაძე, რომელმაც ხაბეიშვილს ფარჩაკი უწოდა შემდეგ კი ხელი დაარტყა. 

ავთანდილ ცინცაძის განცხადებით, საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, რაზეც ადეკვატური პასუხი მიიღო.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ავთანდილ ცინცაძე, 2017 - დღემდე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს წევრია.

2017 - საერთაშორისო სამბოს ფედერაციის სპორტის ხელმისაწვდომობისა და პოპულარიზაციის საკითხთა კომისიის წევრი

2016 - დღემდე -  ევროპის სამბოს ფედერაცია -  აღმასრულებელი კომიტეტის წევრი

2016 - დღემდე -  საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია - პრეზიდენტი

2014 /2016 - საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია - ვიცე-პრეზიდენტი

2012 /2014 -  საქართველოს სამბოს ახალგაზრდული ნაკრები -  უფროსი მწვრთნელი

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრი. იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი. საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი (დიდი დიღომი).

ამავე თემაზე