2020-01-24 17:50:49
სახალხო დამცველის წინააღმდეგ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებენ - ბოკერია

პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის თავის მოვალეობას ასრულებს. სახალხო დამცველის გადასაწყვეტია, ვის მოინახულებს და როდის, როგორც კი ხელისუფლება კანონის დარღვევით მის წინააღმდეგ იწყებს კამპანიას, ეს არის ხელისუფლების სახე და არა სახალხო დამცველის სახე - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ის თავის მოვალეობას ასრულებს. სახალხო დამცველის გადასაწყვეტია, ვის მოინახულებს და როდის, როგორც კი ხელისუფლება კანონის დარღვევით მის წინააღმდეგ იწყებს კამპანიას, ეს არის ხელისუფლების სახე და არა სახალხო დამცველის სახე. ეს ისახება საკომიტეტო მოსმენაზე იმაში, რომ მათ გაასაჯაროვეს სახალხო დამცველის წარმომადგენლის კომუნიკაცია პატიმართან, რითაც შექმნეს შანსი, რომ პატიმრის იდენტიფიცირებაც მოხდეს. უკანონოა მიყურადება სახალხო დამცველზე, როცა ის თავის მოვალეობას ასრულებს. მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, ვის შეხვდა, მნიშვნელობა აქვს მთავრობის დამოკიდებულებას ამის მიმართ, რომ ყველას, ვინც მათ გააკრიტიკებს, ლეგიტიმურად ან მათი აზრით არასწორდ, ისინი მიიჩნევენ სამიზნედ და მერე უკვე თამაშის წესები აღარ არსებობს, კანონის უზენაესობა მათთვის არ არსებობს, ყველა ხდება სამიზნე. ქვეყანაში ეს უნდა შეიცვალოს. ამის შეცვლას სჭირდება ივანიშვილის ჩამოცილება, მერე კი, ამ თამაშის წესების გამოცვლა. სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც ეს ჩაიდინა უშუალოდ და არსებობს ყველა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს მოხდა წულუკიანის პირდაპირი მითითებით. არა მარტო პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამავე თემაზე